იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა
იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით
ვინ არის პროგრამის მოსარგებლე?
• იშვიათი დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული მომსახურებითა და იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვთა სტაციონარული მომსახურებით მოსარგებლე საქართველოს მოქალაქეები;
• ჰემოფილიით და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურებითა და იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების სპეციფიკური მედიკამენტებით მოსარგებლე საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.
რას მოიცავს სახელმწიფო პროგრამა?
• იშვიათი დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიულ მომსახურებას;
• იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული 18 წლამდე ასაკის ბავშვთა სტაციონარულ მომსახურებას;
• ჰემოფილიით და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას;
• იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფას;
ჰემოფილიით და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიული მომსახურება მოიცავს:
• ჰემატოლოგის და სხვა სპეციალისტების კონსულტაციას;
• სისხლდენებისა და სისხლჩაქცევების დროს სისხლის კომპონენტების, ჰემოსტატიკების და ფაქტორების ტრანსფუზიას;
• კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევებს (მათ შორის, გამოკვლევები სწრაფი ტესტებით В და C ჰეპატიტებსა და აივ-ინფექციაზე);
• სისხლის შედედების ფაქტორების გამოკვლევას;
• თრომბოციტების ფუნქციურ გამოკვლევას;
• ფიზიოთერაპიული მომსახურებას (ფიზიოთერაპიული ვარჯიშები).
ჰემოფილიით და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა სტაციონარული მომსახურება მოიცავს:
• ჰემორაგიული დიათეზის შემთხვევებში ჰოსპიტალურ მომსახურებას;
• ჰემოფილური ართროპათიით გამოწვეული ორთოპედიულ მომსახურებას.
ვის უნდა მიმართოთ მომსახურების მისაღებად?
მომსახურების მისაღებად უნდა მიაკითხოთ პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებას.
როგორ ხდება სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება?
პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება სრულად და პაციენტის მხრიდან თანაგადახდას არ ითვალისწინებს.
იხილეთ პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მომწოდებელი კლინიკების ჩამონათვალი