კიბოს სკრინინგი
დაავადებათა ადრეული გამოვლენა და გავრცელების შეზღუდვა
ვინ არის კიბოს სკრინინგის მოსარგებლე?
პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები.
ამასთან:
- ძუძუს კიბოს სკრინინგის მოსარგებლეა 40-70 წლის ასაკის ქალები;
- საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოსარგებლეა 25-60 წლის ასაკის ქალები;
- კოლორექტალური კიბოს სკრინინგის მოსარგებლეა 50-70 წლის ორივე სქესი;
- პროსტატის კიბოს სკრინინგის მოსარგებლეა 50-70 წლის ასაკის მამაკაცები.
რას მოიცავს კიბოს სკრინინგი?
- ძუძუს კიბოს სკრინინგს:
– ძუძუს ხელით გასინჯვა;
– მამოგრაფიული გამოკვლევა (2 რადიოლოგის მიერ წაკითხვით).
პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში:
– ექოსკოპიური გამოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში ექოსკოპიის კონტროლით ძუძუს წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია;
– ბიოფსიური მასალის ციტოლოგიური კვლევა.
ძუძუს კიბოს სკრინინგის რეკომენდებული პერიოდულობა – 2 წელიწადში ერთხელ.
- საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს:
– გინეკოლოგის კონსულტაცია;
– პაპ-ნაცხის აღება და მასალის ციტოლოგიური კვლევა (PAP–ტესტი) ბეტესტას მეთოდზე დაყრდნობით.
პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ტარდება:
– კოლპოსკოპია და საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის აღება;
– ბიოფსიური მასალის ჰისტო-მორფოლოგიური კვლევა.
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის რეკომენდებული პერიოდულობა – 3 წელიწადში ერთხელ.
- კოლორექტალური კიბოს სკრინინგს:
– ფარულ სისხლდენაზე სპეციალური (FOBT ან უფრო მაღალი სტანდარტის ტესტებით) ტესტის ჩატარება.
პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში დამატებით ტარდება:
– კოლონოსკოპიური სკრინინგი (გაუტკივარების გარეშე ან გაუტკივარებით) და საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის აღება;
– კოლონოსკოპიური სკრინინგის დროს მცირე ზომის პოლიპების ამოკვეთა;
– ბიოფსიური მასალის ჰისტო-მორფოლოგიური კვლევა.
კოლორექტული კიბოს სკრინინგის რეკომენდებული პერიოდულობა – 2 წელიწადში ერთხელ.
- პროსტატის კიბოს მართვას:
– სისხლში პროსტატის სპეციფიური ანტიგენის გამოკვლევას ოჯახის ექიმის ან შესაბამისი სპეციალისტის მიმართვით;
პროსტატის კიბოს მართვის რეკომენდებული პერიოდულობა – ყოველწლიურად.
ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-დან 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში - ძუძუს ფიზიკალური გასინჯვა და მამოგრაფიული გამოკვლევა 2 პროექციაში
ძუძუს კიბოს სკრინინგის ფარგლებში ძუძუს ულტრაბგერითი გამოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში ბიოფსია
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში - ოჯახის ექიმის და/ან გინეკოლოგის მიერ საშვილოსნოს ყელის დათვალიერება და პაპ-ნაცხის აღება
- ვანის სამედიცინო ცენტრი
- ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
- დუშეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
- მცხეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
- გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
- საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
- სამტრედიის ამბულატორიული ცენტრი
- ზესტაფონის ამბულატორიული ცენტრი
- ჭიათურის ამბულატორიული ცენტრი
- მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრი
- გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ფარგლებში კოლპოსკოპია და საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის აღება
- ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
- მცხეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
- საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
- გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
- ზესტაფონის ამბულატორიული ცენტრი
- ჭიათურის ამბულატორიული ცენტრი
- მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრი
კოლორექტული კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ასაკის ჩათვლით ორივე სქესის წარმომადგენლებში (ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტის ჩატარება)
- ვანის სამედიცინო ცენტრი
- ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
- დუშეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
- მცხეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
- გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
- საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
- სამტრედიის ამბულატორიული ცენტრი
- ზესტაფონის ამბულატორიული ცენტრი
- მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრი
- გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
კოლორექტული კიბოს სკრინინგის ფარგლებში კოლონოსკოპია და საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის აღება
- საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
- სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
- მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
კოლორექტული კიბოს სკრინინგის ფარგლებში კოლონოსკოპიის დროს პოლიპის გამოვლენის შემთხვევაში ენდოსკოპიური პოლიპექტომია
პროსტატის კიბოს მართვა 50-70 წლის ასაკის ჩათვლით მამაკაცებში