სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა
ვინ არის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლე?
პროგრამ(ებ)ის მოსარგებლენი არიან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები.
რას მოიცავს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება?
• დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა (ბავშვები და მოზრდილები) მედიკამენტებით უზრუნველყოფას;
• უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა (ბავშვები და მოზრდილები) მედიკამენტებით უზრუნველყოფას;
• ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფას;
• ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა სამკურნალო საკვები დანამატით უზრუნველყოფას;
• მუკოვისციდოზით დაავადებულთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფას;
• მემკვიდრული ჰიპოგამაგლობულინემიით (ბრუტონის დაავადება) დაავადებულთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფას;
• ზრდის ჰორმონის დეფიციტისა და ტერნერის სინდრომის მქონე ბავშვთა და მოზარდთა ზრდის ჰორმონით უზრუნველყოფას;
• ორგანოგადანერგილთა იმუნოსუპრესული მედიკამენტებით უზრუნველყოფას;
• ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის მიწოდების უზრუნველყოფას;
• ინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფას;
• ორსულთა უზრუნველყოფას ფოლიუმის მჟავით;
• რკინადეფიციტური ანემიის მქონე ორსულთა უზრუნველყოფას რკინის პრეპარატებით;
• იუვენილური ართრიტით დაავადებულთა ბიოლოგიური პრეპარატებით უზრუნველყოფას;
• დიდი თალასემიით და თანდაყოლილი დიზერითროპოეტური ანემია ტიპი II-ით დაავადებულთათვის რკინის შემბოჭავი პრეპარატებით უზრუნველყოფას;
• ფილტვების იდიოპათური ფიბროზის დიაგნოზის მქონე პირთა მედიკამენტით (პირფენიდონი) უზრუნველყოფას;
• ვილსონის დაავადებით (E83.0) დაავადებულთა ჰელატური აგენტის D-პენიცილამინით უზრუნველყოფას;
• ჰიპოთირეოზის მძიმე ფორმით დაავადებულთა ინტრავენური L-თიროქსინით უზრუნველყოფას;
• სპინალური კუნთოვანი ატროფიით დაავადებულთა სპეციფიკური მედიკამენტით უზრუნველყოფას – იხილეთ: სპინალური კუნთოვანი ატროფიით დაავადებულთა სპეციფიკური მედიკამენტის გაცემის წესი.
ვის უნდა მიმართოთ სახელმწიფო პროგრამის მომსახურების მისაღებად?
პროგრამის მოსარგებლეებისათვის მედიკამენტებისა მიწოდება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის საშუალებით.
მოსარგებლეებმა, გარდა “ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის” და “ნარკომანიის” პროგრამებისა და ფოლიუმის მჟავით უზრუნველყოფისა, არამატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად უნდა მიმართოთ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს ან მის ტერიტორიულ ერთეულს განცხადებით, რომელსაც თან უნდა დაურთოთ:
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, მუდმივი ბინადრობის მოწმობა);
• ფორმა №IV-100/ა;
• წარმომადგენლის მომართვისას – დამატებით, წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
როგორ ხდება სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის ანაზღაურება (არის თუ არა თანაგადახდა და როგორ)?
პროგრამის მოსარგებლეთათვის აღნიშნული მედიკამენტებით უზრუნველყოფა ხდება უსასყიდლოდ (თანაგადახდის გარეშე).
ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ფორმა №IV-100/ა- საფუძველზე, პირს მოსარგებლედ არეგისტრირებს მედიკამენტების ელექტრონულ პროგრამაში, რის შემდეგ, მოსარგებლეზე მედიკამენტის გაცემა ხორციელდება შესაბამისი მიმწოდებელი დაწესებულების (აფთიაქის) მიერ, რეგისტრაციისთანავე (გამონაკლისია ინსულინის ანალოგები, რომლის გაცემის საკითხი წყდება კომისიურად).