თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება
საქართველოს სამხედრო ძალების შევსება ჯანმრთელი კონტინგენტით
ვინ არის პროგრამის მოსარგებლე?
სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლენი არიან სამხედრო ძალებში გასაწვევ კონტინგენტს დაქვემდებარებული პირები.
რას მოიცავს სახელმწიფო პროგრამა?
პროგრამის მომსახურება მოიცავს:
• სამხედრო ძალებში გასაწვევ პირთა ამბულატორიულ შემოწმებას;
• სამხედრო ძალებში გასაწვევ პირთა დამატებით გამოკვლევებს.
• პროგრამა ითვალისწინებს თერაპევტის, ოტორინოლარინგოლოგის, ქირურგის, ფსიქიატრის, დერმატოვენეროლოგის, ოფთალმოლოგის, სტომატოლოგის, ნევროპათოლოგის, ფთიზიატრისა და ორთოპედ-ტრავმატოლოგის კონსულტაციებს.
პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება:
• სისხლის ანალიზი (მოკლე);
• შარდის საერთო ანალიზი;
• ელექტროკარდიოგრაფია;
• სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა;
• ფლუოროგრაფია;
• აივ ანტისხეულების (ანტიგენის) განსაზღვრა სისხლის შრატში სწრაფი/მარტივი მეთოდით;
• HBsAG-ის განსაზღვრა სისხლის შრატში სწრაფი/მარტივი მეთოდით;
• HCV-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლის შრატში სწრაფი/მარტივი მეთოდით;
• ათაშანგის დიაგნოსტიკა (ექსპრეს მეთოდით).
როგორ ხდება პროგრამის ანაზღაურება (არის თუ არა თანაგადახდა და როგორ)?
მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება იფარება სრულად.
იხილეთ პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მომწოდებელი კლინიკების ჩამონათვალი