პროსტატის ადენომა-სიმპტომები და მკურნალობის მეთოდები. გიორგი ადეიშვილი-ჯეო ჰოსპიტალსის უროლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი. მედიცინის აკადემიური დოქტორი.
რა არის პროსტატის ადენომა?
წინამდებარე ჯირკვლის „არასიმსივნური“გადიდება, რაც განპირობებულია პროსტატის როგორც სტრომული ასევე ეპითელური უჯრედების ჰიპერპლაზიით, პროცესი უპირატესად მიმდინარეობს პროსტატის ტრანზიტოლურ ზონაში და იწვევს საშარდე მილის სანათურის მექანიკურ შევიწროებას, რაც განაპირობებს შარდის გამოყოფის შეფერხებას.
რა არის დაავადების რისკ ფაქტორები?
ასაკის მატება, ოჯახური ანამნეზი, ეთნიკურობა, ჰორმონალური დარღვევები
არაჯანსაღი ცხოვრების წესი, შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.
სტატისტიკურად რა ასაკის მამაკაცები ითვლებიან რისკ ჯგუფად?
პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სისხლში მატულობს ასაკთან ერთან
50 წლის ზემოთ-გვხვდება 50%-ში.
80 წლის ზემოთ -გვხვდება 75%-ში.
რა სიმპტომები ახასიათებს ადენომას?
ობსტრუქციული ან ირიტატიური დიზურია.
თუ გაწუხებთ:
- გაძნელებული შარდვა
- გახშირებული შარდვა
- მტკივნეული შარდვა
- წყვეტილი შარდვა
- შარდის დუნე ნაკადი
- მოშარდვის შემდეგ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება
- ღამის ხშირი შარდვა
- სასწრაფოდ მოშარდვის სურვილი
ეს პროსტატის ადენომის ნიშნებია!!!
როგორ ხდება დიაგნოზის დასმა?
პროსტატის სიმპტომების შესაფასებელი კითხვარის შევსება.
პროსტატის ექოსკოპია (ნარჩენი შარდის განსაზღვრა)
საერთო პროსტატ სპეციფიური ანტიგენის განსაზღვრა
კრეატინინი, შარდის საერთო და შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი
საშარდე სისტემის ექოსკოპია, უროფლოუმეტრია
რა მკურნალობის მეთოდები არსებობს?
მოცდის ტაქტიკა/აქტიური მეთვალყურეობა
მედიკამენტოზური თერაპია
ქირურგიული მკურნალობა
რა შემთხვევაშია ქირურგიული ჩარევა საჭირო?
შარდის მწვავე და ქრონიკული შეკავება
რეციდიული საშარდე გზების ინფექცია
ნარჩენი შარდით გამოწვეული ჰიდრონეფროზი
თირკმლების უკმარისობა
შარდის ბუშტის კენჭები
ჰემატურია (სისხლიანი შარდი)
მედიკამენტოზური თერაპიის არაეფექტურობა ან როდესაც პაციენტი უარს აცხადებს მედიკამენტოზურ თერაპიაზე და ირჩევს ქირურგიულ მკურნალობას
რა ტიპის ქირურგიული მკურნალობის მეთოდები არსებობს?
პროსტატის ტრანსურეთრული რეზექცია (მოცულობა 30-80გრამი)
პროსტატის ენდოსკოპიური (ჭრილობის გარეშე) ამოკვეთა.
ტრანსვეზიკალური ან ბოქვენისუკანა პროსტატექტომია (მოცულობა 80 გრამზე მეტი)
პროსტატის ამოკვეთა ღია ოპერაციით.
რას მოიცავს პროსტატის ტრანსურეთრული რეზექცია?
პროსტატის ტრანსურეთრული რეზექცია (TURP) არის მინიმალურ ინვაზიური ოპერაცია, რომლის მიზანია გადიდებული პროსტატის ჯირკვლის კეთილთვისებიანი კვანძების (ადენომის) ამოკვეთა . TURP არის “ოქროს სტანდარტი” პროსტატის ადენომის ქირურგიული მკურნალობის დროს. ოპერაცია არის ენდოსკოპიური და ტარდება ტრანსურეთრული გზით, ანუ შარდსადენის გავლით, გარე ჭრილობის და ნაკერების გარეშე.