ქლიავის წვენის სასარგებლო თვისებები
ქლიავი დიდი რაოდენობით შეიცავს ამინომჟავებს, ვიტამინებს, მინერალებს, ასევე მდიდარია კალიუმით, რომელიც მნიშვნელოვანია გულის რითმის დარეგულირებისთვის.
ქლიავს აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება, ამცირებს სისხლში შაქრის, ლიპიდების დონეს, ხელს უშლის არტერიული წნევის ციფრების მატებას, ოსტეოპოროზის განვითარებას, აქვს ჰეპატოპროტექტორული მოქმედება, ასევე აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას. ადამიანებს, რომლებსაც აწუხებთ ყაბზობა, დილით 1/2 ჭიქა ქლიავის წვენი დაეხმარებათ მონელების სტიმულაციაში.