ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში უნიკალური კრიოაბლაციის ოპერაციები დაინერგა
ქუთაისში უნიკალური კრიოაბლაციის ოპერაციები დაინერგა. 2018 წლის 3 ივლისიდან 5 ივლისის ჩათვლით, ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში (სოლომონ პირველის #10) – ევროპაში ერთ-ერთმა წამყვანმა კარდიოლოგმა და შინაგანი მედიცინის სპეციალისტმა, უნგრელმა ექიმმა ჩაბა ფოლდეშმა, ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელ, კარდიოლოგ-არითმოლოგ გიორგი ჩხოლარიასთან ერთად წინაგულების ფიბრილაციის სამკურნალოდ კრიოაბლაციის წარმატებული ოპერაციები ჩაატარეს.
კრიოაბლაცია, რომელიც თბილისის შემდეგ უკვე ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოშიც რეგულარულად ჩატარდება,წინაგულების ფიბრილაციის სამკურნალო პროცედურაა, რომლის დროსაც გამოიყენება ინოვაციური მოყინვის ტექნოლოგია. პროცედურის დროს Arctic Front Advance™ კათეტერით გაბერილ ბალონში გამაგრილებელი ნივთიერება შედის, ქსოვილს ყინავს და იმ არასასურველელ ექტრულ სქემებს თიშავს, რაც ხელს უწყობს წინაგულების ფიბრილაციას.
ქუთაისის ცენტრალურ სავადმყოფოში დანერგილი ეს მეთოდი – კრიოაბლაცია არის ინოვაცია. მისი მეშვეობით პაციენტებს ეძლევათ საშუალება გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი. ეს პროცედურა, რომელიც 1-2 საათის განმავლობაში გრძელდება, არის კათეტერიზაცია, რომელიც არ საჭიროებს ღია ჭრილობის გაკეთებას გულ-მკერდის არეში. ,,ოპერაციის მეორე დღესვე პაციენტებს შეუძლიათ განაგრძონ ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში და თავი იგრძნონ ბევრად უფრო კარგად, ჯანმრთელად. მისი ეფექტურობა სრულიად გარანტირებულია.” – განაცხადა უნგრელმა კარდიოქირურგმა, ჩაბა ფოლდეშმა. “მოხარულები ვართ, რომ ქუთაისში უკვე ვატარებთ კრიოაბლაციის
ოპერაციებს.
კრიოაბლაცია, მინი-ინვაზიური პროცედურა არის საუკეთესო საშუალება, რომელიც უმაღლეს შედეგს იძლევა. პროცედურა არის უფრო ეფექტური, ადვილი, სწრაფი და რაც მთავარია ბევრად უფრო უსაფრთხო. რაც მთავარია ისიძლევა ძალიან კარგ შედეგს უმოკლესდროში.” – აღნიშნა გიორგი ჩხოლარიამ.
პროცედურის 80-90%-ს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამა ანაზღაურებს. აღნიშნული ტექნოლოგია უკვე 370,000 პაციენტთან გამოიყენეს მსოფლიოს 60-ზემეტ ქვეყანაში. თბილისში კი უკვე 100-ზე მეტი წარმატებულიკრიოაბლაციის ოპერაცია ჩატარდა ერთ წელზე ნაკლები დროის განმავლობაში.
ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო ერთადერთ ჰოსპიტალს წარმოადგენს მთელს
დასავლეთ საქართველოში, სადაც აღნიშნული უახლესი მეთოდი დაინერგა.
“ჩუმი”, აღმოუჩენელი წინაგულთა ფიბრილაცია გავრცელებული მიზეზია ინსულტისა და გაიდლაინებში მოცემულია რჩევა, რომ ჩატარდეს პირობითი და მიზნობრივი ინტენსიური ეკგ სკრინინგი წინაგულთა ფიბილაციის აღმოსაჩენად ყველა პაციენტში, 65 წელს ზემოთ ან იმ პაციენტებში ვისაც აქვთ ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა.
შპს ,,ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო” (ყოფილი ქუთაისის რკინიგზის საავადმყოფო), მდებარეობს სოლომონ I-ისქუჩა #10-ში. 2015 წლიდან საავადმყოფოს მართავს შპსჯეოჰოსპიტალსი, რომლის მფლობელობაშიც გადავიდა 2017 წლიდან. საავადმყოფოს გააჩნია შემდეგი პროფილები: ანესთეზიოლოგია რეანიმაცია, კარდიოლოგია (მათ შორის ინტერვენციული), ანგიოლოგია (მათ შორის ინტრევენციული), ქირურგია (მათ შორის ვისცერალური და მცირე ინვაზიური ქირურგია), ორთოპედია ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია, პროქტოლოგია, თერაპია, ნევროლოგია, ენდოკრინოლოგიადა. ა. შ.
საავადმყოფოში განვითარებულია დიაგნოსტიკური სამსახური. მათ შორის, რადიოლოგია ფართო სპექტრით (ზოგადი, კარდიო, ანგიო ულტრასონოგრაფია, რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია), კარდიოფუნქციონალური დიაგნოსტიკა, სამკურნალო და დიაგნოსტიკური ენდოსკოპია; საავამდყოფოს გააჩნია განვითარების მძლავრი პოტენციალი. რისი გათვალისწინებითაც კომპანია ორიენტირებულია სამედიცინო სერვისების გაფართოებაზე, დაწესებულებაში ოპერაციებს ატარებენ ადგილობრივი და ევროპის წამყვანი სამედიცინო დაწესებულებებიდან მოწვეული სპეციალისტები; კლინიკა დაკომპლექტებულია მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პროფესიონალი კადრებით, რომლებიც პერმანენტულად კვალიფიკაციას იმაღლებენ, ამერიკისა და ევროპის წამყვან კლინიკებში.