რა არის გასტრიტი და დუოდენიტი?
გასტრიტი არის კუჭის ამომფენი გარსის ანთება, დუოდენიტი კი თორმეტგოჯა ნაწლავის ამომფენი გარსის ანთება, ორივე შემთხვევაში გამომწვევი და მკურნალობა ერთია.
ყველაზე ხშირად გასტრიტს და დუოდენიტს იწვევს ბაქტერია – ჰელიკობაქტერია პილორი. აღნიშნული ბაქტერიის დიდი რაოდენობით დაგროვება კუჭში ან ნაწლავში იწვევს ანთებას. ასევე სხვა ყველაზე ხშირი მიზეზია -დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება ან ხანგრძლივი გამოყენება შემდეგი მედიკამენტების: ასპირინის, იბუპროფენის, ნაპროქსენის.
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, წვა მუცლის არეში, ფაღარათი.
გასტრიტის და დუოდენიტის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად ითვლება – ენდოსკოპია, ბიოფსიით. სისხლში ან განავალში ჰელიკობაქტერია პილორის განსაზღვრა.
მკურნალობა: მედიკამენტოზური. ცხოვრების სტილის შეცვლა: სიგარეტის მოწევის შეწყვეტა, მჟავე და ცხარე საკვების შეზღუდვა, ალკოჰოლის არ მიღება.