რა არის ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია?

24 მაი, 2022
   ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია არის გულის დაავადება, რომლის დროსაც ხდება პარკუჭების კედლების გასქელება.  ამ დროს ირღვევა გულის ეფექტური კუმშვადობა, ელექტრული იმპულსების გატარება გულში და შეიძლება გამოიწვიოს უეცარი კარდიალური სიკვდილი.

   ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს, მათ შორის ახალშობილებში, მისი განვითარება უფრო ხდება ბავშვთა ასაკში. ჩვეულებრივ არის გენეტიკური პათოლოგია,  თუმცა მაღალმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს მისი განვითარება.

   შეიძლება ადამიანს ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიით საერთოდ არ ჰქონდეს ჩივილები ან განუვითარდეს შემდეგი სიმპტომები: ტკივილი გულმკერდის არეში დატვირთვის დროს,  გულის რითმის დარღვევა, ქოშინი, ადვილად დაღლა, თავბრუსხვევა.

   ინფორმაციული და არაინვაზიული კვლევის მეთოდი ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დიაგნოზისთვის არის   ექოკარდიოგრაფია.

 

http://www.medicalnewstoday.com/articles