რა არის ქოლეცისტიტი
ნაღვლის ბუშტის ანთება – ნაღვლის ბუშტი ღრუ ორგანოა, რომელშიც გროვდება ღვიძლის უჯრედების მიერ გამოყოფილი ნაღველი, რომელიც საბოლოოდ თორმეტგოჯა ნაწლავში ხვდება ნაღვლის გამომტანი გზებით, სადაც მიმდინარეობს საკვების მონელება, ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების დაშლა.
როგორია მწვავე ქოლეცისტიტის სიმპტომები?
ცხელება, გულის რევის შეგრძნება, ღებინება, ტკივილი მუცლის მარჯვენა ზედა კვადრატში, რომელიც ძლიერდება ჩასუნთქვის დროს. ტკივილი ხშირად ბეჭთაშუა არეში, მარჯვენა ბეჭს ან მხარს გადაეცემა. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობის შემთხვეაში მიმართეთ სპეციალისტს.