რა არის ქოლესტერინი?
ორგანული ნაერთია, რომელიც ორგანიზმში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
უჯრედების “საშენი მასალაა“. სწორედ მისი წყალობით წარმოიქმნება ორგანიზმში მრავალი ჰორმონი და D ვიტამინი მათ შორის ნაღვლის მჟავა,რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ნაწლავში ცხიმების შეწოვა. ასევე მონაწილეობს ნერვული და იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში.
ქოლესტერინის დაახლოებით 80% გამომუშავდება ორგანიზმში.ხოლო დანარჩენ 20%–ს ადამიანი საკვებით იღებს. არსებობს მაღალი სიმკვირივის მქონე ქოლესტერინი და დაბალი სიმკვრივის, რომელიც სისხლში აუცილებლად, შეძლებისდაგვარად დაბალი უნდა იყოს, რადგან მათი ჭარბი რაოდენობა იწვევს ათეროსკლეროზის განვითარებას. ათეროსკლეროზის დროს ირღვევა სისხლძარღვების ელასტიურობა ,მასში ჩნდება ათეროსკლეროზული ფოლაქები, ავიწროებენ სანათურს და სისხლძარღვების გამავლობა მცირდება. შედეგად ფერხდება გულის, თავის ტვინის და სხვა ორგანოების სისხლით მომარაგება, რაც შესაძლოა გახდეს ინფარქტის, ინსულტის მიზეზი.
მაღალი ქოლესტერინის მიმართ მიდრეკილები ქალებთან შედარებით მამაკაცები მეტად არიან.
როგორ შევამციროთ ქოლესტერინის დონე სისხლში?
რაციონიდან ამოიღეთ ცხიმიანი ყველი , ხორცი, რძე, სოსისი, კარაქი, მაიონეზი.
ასევე აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, მოწევაზე უარის თქმა.