რა არის რენტგენოლოგიური მამოგრაფია და რატომ უნდა ჩაიტაროს ეს კვლევა ქალბატონებმა?

24 მაი, 2022
სტატისტიკური მონაცემებით 2015 წელს აშშ-ში სარძევე ჯირკვლის კიბოს 231840 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 40290 ქალი დაიღუპა სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზით. ფილტვის კიბოს შემდომ სარძევე ჯირკვლის კიბო მეორე ადგილზეა სიკვდილიანობის მხრივ.

 

რენტგენოლოგიური მამოგრაფია არის კვლევა, რომელიც ტარდება ქალბატონებში 40 წლიდან 74 წლამდე. ამ კვლევის საშუალებით ხორციელდება სარძევე ჯირკვლის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა, სანამ გამოვლინდება დაავადების სიპტომატიკა.

  • რენტგენოლოგიური მამოგრაფია არაინვაზიული კვლევის მეთოდია და გამოიყენება რენტგენის სხივები.
  • 40 წლიდან 50 წლამდე მამოგრაფის ჩატარება რეკომენდებულია ყოველწლიურად
  • 50 წლიდან 74 წლამდე 2 წელიწადში ერთხელ.

საქართველოში ფუნქციონირებს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უფასოდ ახორცილებს აღნიშნულ კვლევას. აუცილებელი პირობაა საქართველოს მოქალაქეობა.