რა არის საშვილოსნოს პროლაფსი ?
საშვილოსნოს და საშოს დაწევა, გამოვარდნა. რაც განპირობებულია საშვილოსნოს საფიქსაციო დამჭერი აპარატის(იოგების კუნთების )დასუსტებით.
იოგების კუნთების დასუსტების მიზეზები:
მძიმე მშობიარობა, ჰორმონული ცვლილებები, რომლებიც განპირობებულია მენოპაუზით, ფიზიკური დატვირთვა, გენეტიკური მიდრეკილება. დაავადება ვითარდება დინამიურად , წლობით. საწყის სტადიაზე სიმპტომები საერთოდ არ აღინიშნება.დიაგნოზი ისმება პაციენტის გინეკოლოგიური გასინჯვით. ვიზიტის დროს პაციენტები უჩივიან: ტკივილს წელის არეში, მუცლის ქვემოთ, განსაკუთრებით ფიზიკური დაძაბვისას, საშოდან გამონადენს, შორისის არეში უცხო სხეულის შეგრძნებას, შარდვის გაძნელებას … მკურნალობა ქირურგიულია.