რა არის შაქრიანი დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი არის ნივთიერებათა, უმთავრესად კი ნახშირწყლების ცვლის ღრმა დარღვევა ,რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ნორმალურად შაქრის, ანუ გლუკოზის შეთვისება და ამის გამო სისხლში შაქრის დონე იზრდება.
შაქრიანი დიაბეტი არსებობს ორი ტიპის:
- ტიპი ერთი- არის შემთხვევა, როდესაც ინსულინი სრულიად არ გამოიყოფა ორგანიზმში.
- ტიპი ორი – რომლის დროსაც გამოიყოფა ინსულინი, თუმცა ორგანიზმის უჯრედები ვერ აღიქვამენ მას.
როდის მივმართოთ შესაბამის სპეციალისტს? რა სიმპტომებით გამოიხატება დიაბეტი?
ერთ-ერთი დამახასიათებელი სიმპტომი გაძლიერებული წყურვილია. შარდვის გახშირება, მადის გაძლიერება, პირის ღრუს სიმშრალე და საერთო სისუსტე.