რა იწვევს Hallux Valgus-ს და როგორ შევამციროთ ჩივილები?
Hallux Valgus-არის ცერა თითის ლატერალური გადახრა პირველი მეტატარზალური ძვლის მიმართ. პაციენტები ხშირად მიმართავენ ექიმს მეორადი პრობლემებით, როგორიც არის ჩაქუჩისებური თითი ან ტკივილი. ძირითადი მიზეზებია:
- ვიწრო, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი
- მემკვიდრული ფაქტორი (უპირატესად ქალებში)
- რევმატოიდული ართრიტი და სხვა ანთებითი ართროპათიები.
სიმპტომებს ამსუბუქებს:
- შესაბამისი ზომის ფეხსაცმელი
- ორთოპედიული მოწყობილობები
- ფეხსაცმლის გაწევა ( ბურთის ფორმის გამწევი, რომელიც ლოკალურად აფართოებს ზუსტად ფეხსაცმლის შესაბამის ნაწილს)
- უეფექტობის შემთხვევაში საჭიროა ქირურგიული ჩარევა