რა იწვევს ქუსლის ტკივილს და როგორ ვუმკურნალოთ მას
პლანტარული ფასციიტი ქუსლის ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზია. მისი გამომწვევი მიზეზია პლანტარული ფასციის (მყესი რომელიც აკავშირებს ქუსლს და ფეხის თითებს) დაჭიმვა, უმეტესად გაძლიერებული დატვირთვის გამო. დაჭიმული პლანტარული ფასცია იწვევს ტკივილს და ქსოვილების შეშუპებას ქუსლის და ტერფის არეში.
პლანტარული ფასციიტის განვითარების რისკი მატულობს ასაკთან ერთად, ასევე უფრო ხშირად ემართებათ ქალებს ვიდრე მამაკაცებს. განვითარების რისკ ფაქტორებია:
- ჭარბი წონა;
- ახალი ტიპის ვარჯიში ან ვარჯიშის ინტენსივობის გაზრდა;
- ფეხზე დგომა დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში;
- თუ ჩვეულებრივ ატარებთ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს და უეცრად ჩაიცმევთ დაბალს;
- არაკომფორტული ან გაცვეთილი ფეხსაცმელი;
- ბრტყელი ტერფი ან ძალიან მაღალი ტერფის რკალი;
- ფეხების არათანაბარი სიგრძე;
პლანტარული ფასციიტის ძირითადი სიმპტომი არის ტკვილი სიარულის და კიბეზე ასვლის დროს.
მკურნალობა:
პლანტარული ფასციიტის მკურნალობა არის მოსვენებითი რეჟიმი და სპეციალური ვარჯიშები.
- დაჯექით სკამზე და მოხარეთ დაზიანებული ტერფი ისე რომ ქუსლით ეყრდნობოდეთ იატაკს
- ხელით მოხარეთ ცერა თითი ქვევიდან ზევით
- გააჩერეთ ასეთ მდგომარეობაში 15-30 წამი
- გაიმეორეთ 3-4 -ჯერ. გაიმეორეთ ვარჯიში რამდენიმეჯერ დღეში
- ამოიდეთ დაზიანებული ტერფის ქვეშ დახვეული პირსახოცი
- მოქაჩეთ თქვენსკენ, იმდენად, რომ არ გამოიწვიოთ ტკივილი
- დააფიქსირეთ ტერფი ამ პოზიციაში 15 – 30 წამის განმავლობაში, გაიმეორეთ 2-4-ჯერ
ატარეთ კომფორტული ფეხსაცმელი სუპინატორით.შეეცადეთ არ დატვირთოთ ფეხი სიმპტომების სრულ ალაგებამდე.