რა იწვევს რკინის დეფიციტს ბავშვებში და როგორ ავიცილოთ თავიდან?

24 მაი, 2022
რკინა არის ელემენტი, რომელიც აუცილებელია ბავშვების ზრდა-განვითარებისთვის. თუ საკვები არ შეიცავს საკმარისი რაოდენობით რკინას, ვითარდება რკინის დეფიციტი, რაც იწვევს რკინა-დეფიციტურ ანემიას, ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებას.

 

ბავშვები რომლებსაც აქვთ რკინის დეფიციტის განვითარების რისკი: ნაადრევად დაბადებული და დაბალი წონის ახალშობილი. ბავშვები, რომლებიც 1 წლამდე ასაკში იღებენ ძროხის რძეს. ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვები, რომელთა კვების რაციონის შევსება 6 თვის შემდეგ არ ხდება რკინის შემცველი საკვებით. ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვების საკვებს არ აქვთ რკინა დამატებული. ბავშვები, რომლეიც 1- 5 წლამდე ასაკში იღებენ 710 მლ-ზე მეტ ძროხის, თხის ან სოიოს რძეს დღეში.

რკინა-დეფიციტური ანემიის ნიშნები და სიმპტომები: სიფერმკრთალე, ადვილად დაღლა და სისუსტე, გონებრივი განვითარების შეფერხება, ხშირი ინფექციური დაავადებები, ორგანიზმის ტემპერატურის დაქვეითება.

დიაგნოსტიკა: სისხლში რკინის შემცველობის განსაზღვრა, სისხლის საერთო ანალიზი.

რკინის დეფიციტის პრევენცია: 1 წლამდე ასაკის ბავშვებში უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბუნებრივ კვებას ან რკინით გამდიდრებულ ხელოვნურ საკვებს. არ არის რეკომენდირებული ძროხის რძის გამოყენება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში. 1-5 წლამდე ასაკის ბავშვებში არასასურველია დღეში 710 მლ-ზე მეტი რძის მიღება. ყოველდღიურ რაციონში რკინით მდიდარი საკვების შეტანა, რკინის კარგი წყაროა: წითელი ხორცი, თევზი, ქათამი, მარცვლეული, მწვანე ბოსტნეული. ვიტამინი ჩ ხელს უწყობს რკინის აბსორბციას, ამიტომ სასურველია ბავშვებს მივცეთ ჩ ვიტამინით მდიდარი საკვები – ნესვი, მარწყვი, კივი, პომიდორი, კარტოფილი. თუ რკინით მდიდარი საკვების მიღება არ არის საკმარისი, რკინის დეფიციტის მკურნალობა ხდება რკინის პრეპარატებით.