რა იწვევს თმის ცვენას და როგორ ავიცილით ის თავიდან ?
ნორმაში ადამიანს დღის განმავლობაში 50-100-მდე თმის ღერი ცვივა, თუმცა ზოგჯერ აღინიშნება გაძლიერებული თმის ცვენა, რასაც იწვევს სხვადასხვა დაავადებები და ზოგიერთი მედიკამენტის მიღება.
- თმის ცვენა ხშირად გამოწვეულია ფარისებრი ჯირკვლის დარღვეული ფუნქციებით.
- დერმატოლოგიური პრობლემები, კერძოდ სოკოვანი დაავადებები იწვევენ ბუდობრივ თმის ცვენას.
- ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ერთ-ერთი გვერდითი ეფექტი თმის ცვენაა.
- ქიმიოთერაპიის კურსი ასევე იწვევს თმის გაძლიერებულ ცვენას.
- თმის ცვენას იწვევს მკაცრი დიეტა, ამ დროს ირღვევა ელექტროლიტების და ვიტამინების ბალანსი ორგანიზმში.