რა შეიძლება გამოიწვიოს სტრესმა ორგანიზმში?
სტრესი ცხოვრების თანმხლები ნაწილია, რომელიც იწვევს სხვადასხვა სიმპტომებს ადამიანის ორგანიზმში.
- სტრესის დროს ვითარდება კუნთების დაჭიმულობა, სპაზმი, სახსრების ტკივილი.
- სტრესის დროს გამოიყოფა ჰორმონი კორტიზოლი. ამ დროს იზრდება ინსულტის, კარდიოვასკულური დაავადებების, არტერიული წნევის მომატების და ასთმის განვითარების რისკი.
- თუ პაციენტს ანამნეზში აქვს ეგზემა, ფსორიაზი, სტრესი, იწვევს ამ დაავადებების გამწვავებას. ასევე იწვევს ქავილს, ოფლიანობას, თმის ცვენას.
- სტრესი მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. იწვევს დიარეას, მუცლის შებერილობას.
- სტრესი იწვევს თავის ტკივილს, კისრის დაჭიმულობას. ასევე კისრის და მხრების კუნთების სპაზმს.
- სტრესის დროს ქვეითდება იმუნური სისტემა. ამ დროს ადამიანი ადვილად ავადდება ვირუსული ინფექციით, ხშირად მწვავდება აუტოიმუნური დაავადებები.
- სტრესის დროს ვითარდება დეპრესია. ადამიანი კარგავს ინტერესს ამა თუ იმ საკითხის მიმართ.