რა შეიძლება გამოიწვიოს სტრესმა ორგანიზმში?

24 მაი, 2022
სტრესი ცხოვრების თანმხლები ნაწილია, რომელიც იწვევს სხვადასხვა სიმპტომებს ადამიანის ორგანიზმში.

  • სტრესის დროს ვითარდება კუნთების დაჭიმულობა, სპაზმი, სახსრების ტკივილი.
  • სტრესის დროს გამოიყოფა ჰორმონი კორტიზოლი. ამ დროს იზრდება ინსულტის, კარდიოვასკულური დაავადებების, არტერიული წნევის მომატების და ასთმის განვითარების რისკი.
  • თუ პაციენტს ანამნეზში აქვს ეგზემა, ფსორიაზი, სტრესი, იწვევს ამ დაავადებების გამწვავებას. ასევე იწვევს ქავილს, ოფლიანობას, თმის ცვენას.
  • სტრესი მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. იწვევს დიარეას, მუცლის შებერილობას.
  • სტრესი იწვევს თავის ტკივილს, კისრის დაჭიმულობას. ასევე კისრის და მხრების კუნთების სპაზმს.
  • სტრესის დროს ქვეითდება იმუნური სისტემა. ამ დროს ადამიანი ადვილად ავადდება ვირუსული ინფექციით, ხშირად მწვავდება აუტოიმუნური დაავადებები.
  • სტრესის დროს ვითარდება დეპრესია. ადამიანი კარგავს ინტერესს ამა თუ იმ საკითხის მიმართ.