რა სკრინინგული ტესტები ტარდება ქალებში?
1. ძუძუს კიბო – ძუძუს კიბოს სკრინინგი ხორციელდება მამოგრაფიული კვლევის საშუალებით. მამოგრაფიის ჩატარება მიზანშეწონილია 40-დან 50-წლამდე ქალბატონებისთვის. მამოგრაფიის ჩატარება რეკომენდირებულია ყოველწლიურად, ხოლო 50-დან 74 წლამდე 2 წელიწადში ერთხელ.
2. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგისთვის PAP ტესტი ტარდება ქალებში სექსუალური ცხოვრების დაწყებიდან ყოველ 3 წელიწადში ერთხელ.
3. მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი იწყება 50 წლიდან. რეკომენდირებულია კოლონოსკოპიის ჩატარება 10 წელიწადში ერთხელ, ასევე ყოველწლიურად განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე.
4. ოსტეოპოროზი – ძვლის სიმკვრივის შესაფასებლად ტარდება ორმაგენერგეტიკული რენტგენოაბსორბციული დენსიტომეტრია (DEXA). სკრინინგული კვლევის დაწყება რეკომენდირებულია 65 წლიდან მოტეხილობების პრევენციის მიზნით.