რა უნდა ვიცოდეთ С – ჰეპატიტი – ს შესახებ
ეს არის ინფექციური დაავადებაა ,რომელსაც იწვევს C ჰეპატიტის ვირუსი – HCV .
ვირუსი ინფიცირებული სისხლის მეშვეობით, გაივლის სისხლძარღვთა სისტემას , ხვდება ღვიძლში -ზიანდება და ვითარდება მისი – ანთება.
როგორ ხდება დაინფიცირება?
ვირუსი სისხლში შეიძლება მოხვდეს რამდენიმე გზით:
ინფიცირებული სისხლისა და მისი კომპონენტების გადასხმისას;
ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცის, ნემსისა და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებისას;
ვირუსი ასევე გადაეცემა სქესობრივი კონტაქტის გზით, მაგრამ გაცილებით იშვიათია;
ვირუსი ასევე გადაეცემა დაავადებული დედისგან ნაყოფს ორსულობისა და მშობიარობის დროს.
ორგანიზმში ვირუსის შეჭრიდან მის გამოვლენამდე ანუ ინკუბაციური პერიოდი 2 კვირიდან 6 თვემდე მერყეობს. დავადება ექვემდებარება მედიკამენტოზურ მკურნალობას, საჭიროა მხოლოდ დაავადების დროული დიაგნოსტირება.