რაც უფრო დაბალია ადამიანის განათლების დონე, მით უფრო მაღალია ინფარქტის რისკი
ადამიანი, რომელსაც არ აქვს საშუალო განათლება უფრო მაღალი აქვს კარდიოვასკულარული დაავადებების (მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის) განვითარების რისკი, იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებსაც აქვთ უმაღლესი განათლება. ჩატარდა გამოკვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 267,153 ადამიანი, 45 – 64 ასაკის, კვლევის მიხედვით გაუნათლებელ ადამიანებში 2-ჯერ უფრო მაღალია ინფარქტის და ინსულტის რისკი იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებსაც აქვთ უმაღლესი განათლება.
მიმდინარეობს შემდეგი კვლევა რათა უკეთ მოხდეს გარკვევა, რა განაპირობებს კარდიოვასკულარული დაავადებების გავრცელების განსხვავებას მეტად და ნაკლებად განათლებულ პირებში.