რამ შეიძლება გამოიწვიოს ქვემო კიდურების კრამპი?

24 მაი, 2022
მიზეზები თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს ქვემო კიდურების კრამპი.

 

ქვემო კიდურების კრამპი ხშირად ვითარდება მოსვენებულ მდგომარეობაში, ძილის დროს. ჩივილების ინტენსივობა მატულობის ასაკთან ერთად. მიზეზები:

  • დეჰიდრატაციული მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმში დაბალია სითხის და მინერალების კონენტრაცია ხშირად განაპირობებს კრამპების განვითარებას.
  • საკვებ რაციონში საჭირო ელექტროლირების სიმცირე ( კალციუმი, კალიუმი, ნატრიუმი,მაგნიუმი) ხელს უწყობს კრამპების განვითარებას. სასურველია საკვები რაციონი გაამდიდროთ ხილით და ბოსტნეულით. უპირატესობა ენიჭება სალათის ფურცლებს, მწვანილებს, ხილიდან ბანანს, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ ელექტროლიტებს.
  • ზოგიერთი მედიკამეტის გვერდით ეფექტია კრამპების განვითარება. მაგ შარდმდენები, სტატინები.
  • ხანგრძლივი და რთული ვარჯიშის შემდგომ ასევე დამახასიათებელია კუნთების ტკივილი და კრამპების განვითარება.
  • ფეხსაცმლის შეცვლამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს კრამპები. კერძოდ დაბალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარების შემდგომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებამ შესაძლოა გამოიწვიოს ქვედა კიდურების კრამპი.