რამდენად ამცირებს ძუძუთი კვება ყურის ინფექციების განვითარების რისკებს

24 მაი, 2022

ამერიკელმა მეცნიერებმა, რომლებმაც 2008-2014 წლის მონაცემები შეადარეს ანალოგიური კვლევის 20-30 წლის წინანდელ მონაცემებს დაადგინეს რომ: ძუძუთი კვებაზე მყოფი 3 თვის ასაკის ბავშვებში 18%-დან 6%-მდე შემცირდა ყურის ინფექციების განვითარება, 6 თვის ასაკის ბავშვებში 39%-დან 23% -მდე, ხოლო 1 წლის ასაკის ბავშვებში 62%-დან 46%-მდე. აშშ-ში მწვავე ოტოტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ახალშობილებში. მეცნიერების აზრით მონაცემთა გაუმჯობესების მთავარი მიზეზია ვაქცინაცია, ძუძუთი კვება და თამბაქოს მოხმარების შემცირება.