რატომ არის სიარული სასარგებლო
• სიარული აუმჯობესებს გუნება-განწყობასა და თვითშეგრძნებას, ზრდის ორგანიზმის გამძლეობას. სიარულის დროს გამოიყოფა ენდორფინები – ენდოგენური ოპიოიდები, რომლებიც დაგეხმარებიან სტრესის და დეპრესიის დაძლევაში.
• დღეში მხოლოდ 30 წუთი რომ იაროთ, თქვენ შეძლებთ დაიკლოთ წონა. თუ თქვენთვის 30 წუთი ძალიან ბევრია, დაიწყეთ 15 წუთით და თანდათან გაზარდეთ ხანგრძლივობა.
• კვლევებით დადასტურებულია, რომ ადამიანებს, ვინც რეგულარულად დადის ფეხით, უფრო იშვიათად აღენიშნებათ ჰიპერტენზია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი და არიან უფრო ენერგიულები.
• თუ მარტო სიარული გეზარებათ, სთხოვეთ მეგობარს თქვენთან ერთად იაროს. მეგობართნ ერთად დრო უფრო სწრაფად გავა და გასეირნებაც უფრო სასიამოვნო იქნება.