რეგულარულად ასპირინის მიღება კიბოს განვითარებისგან იცავს
კვლევებით დადასტურებულია, მცირე დოზით ასპირინის მიღება იცავს სიმსივნის განვითარებისგან და ამცირებს სიმსივნური უჯრედების გამრავლებას. ასპირინი აინჰიბირებს სისხლის უჯრედებს – თრომბოციტებს, რომელთა ფუნქცია არის თრომბის ფორმირება. ასევე თრომბოციტები ზრდიან ონკო-ცილების რაოდენობას, რომლებიც მონაწილეობენ სიმსივნური უჯრედების აქტივობაში. ასპირინი თრომბოციტების ინაქტივაციით ამცირებს ონკო-ცილების რაოდენობას. ასე რომ, მცირე დოზით ასპირინი შეიძლება იყოს უსაფრთხო და ეფექტური კიბოს პრევენციისთვის.