რკინა

24 მაი, 2022

რკინა -მნიშვნელოვანი ელემენტია ადამიანის ორგანიზმში. ის ჰემოგლობინის წარმოქმნაში მონაწილეობს, ჰემოგლობინი კი ადამიანის სისხლში არსებული ცილაა, რომელიც ფილტვებსა და დანარჩენ ორგანიზმს შორის ჟანგბადის ცვლას უზრუნველყოფს. ფილტვებიდან ქსოვილებამდე ჟანგბადი მიაქვს, ხოლო ქსოვილებიდან ფილტვებამდე – ნახშირორჟანგი.

საიდან ვიღებთ!
რა გზით ხვდება რკინა ჩვენს ორგანიზმში?
რკინის ძირითადი წყარო საკვებია. რკინით მდიდარი პროდუქტებია:ღვიძლი, ძროხის და ცხვრის ხორცი,მოლუსკები, ლობიო,კომბოსტო, გოგრის თესლი,კაკალი, თხილი, (ყვავილოვანი კომბოსტო) ბროკოლი, ჭარხალი, ყურძენი და ვაშლი. რკინა ორგანიზმში ცხოველური საკვებიდან უფრო უკეთ ითვისება, ვიდრე მცენარეულიდან.