,,როცა ზღვარი სიკვდილ-სიცოცხლეს შორის ძალიან მკრთალი, თითქმის შეუმჩნეველი იყო…”
“ქირურგიაში არსებობს რთული ღამეები, მაგრამ ასევე არსებობს ღამეებიც, რომლებიც ღამის კოშმარს გავს. 1 თვის წინ მსგავსი ღამე იდგა ჩვენს კლინიკაში, როცა უკიდურესად მძიმე ,სასიცოცხლო ჩვენებით ორი პაციენტი ერთსა და იმავე დღეს შემოიყვანეს. როცა ზღვარი სიკვდილ-სიცოცხლეს შორის ძალიან მკრთალი და თითქმის შეუმჩნეველი იყო”,- ახლა უკვე ბედნიერი და მშვიდი ღიმილით იხსენებს უმძიმესი ღამის დეტალებს ჩვენი ,,წარმატების ისტორიის“ მორიგი გმირი, გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ქირურგი ზაზა ეზიაშვილი. ის მშვიდი ტონით განარძობს: „ორი სრულიად განსხვავებული პათოლოგია, სიცოცხლისთვის კრიტიკული მდგომარეობა – ორი ძლიერი ზემოქმედების თანმიმდევრული ეფექტი, ე.წ Double Hit, როცა პირველის დიაგნოზის გააზრებიდან ვერ გამოდიხარ და მეორე უფრო რთულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს გაყენებენ“.
გვიან ღამით კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში 48 წლის მამაკაცი შეიყვანეს.
პაციენტი შევიდა ანამნეზში ექვსი თვის წინ ჩატარებული ბარიატრიული ოპერაციით (გასტრიკ ბაიპასი), მწვავე მუცლის სურათით და უკვე განვითარებული სეპტიური შოკით.
ოპერაციისას ინტრაოპერაციულად აღმოჩნდა უკიდურესად მძიმე სურათი –
გასტროენტეროანასტომოზის პერფორაცია მისი პრაქტიკულად სრული რღვევით და დამოუკიდებელი გასტრო-გასტრალური ფისტულით, რომელიც მსგავსად გასტროენტეროანსტომოზისა განიცდიდა რღვევას და იწვევდა მუცლის ღრუს მძიმე ინფიცირებას.
პირველ ეტაპზე ჩატარდა გასტრიკ ბაიპასის სრული დივერსია და გასტრო-გასტრალური ფისტულის დახურვა .
პაციენტი იმყოფებოდა მძიმე კატაბოლურ მდგომარეობაში, რაც ხშირად ახლავს ბარიატრიული ოპერაციების გართულებებს. ასეთ პაციენტებში გვხვდება:
ცილოვანი დეფიციტი და ჰიპოალბუმინემია, რკინის დეფიციტი, ვიტამინ B12-ის და ფოლატის ნაკლებობა, ცხიმში ხსნადი ვიტამინების (A, D, E, K) დეფიციტი, ელექტროლიტური დისბალანსი და მძიმე კალორიული დეფიციტი.
განმეორებითი ოპერაციული დათვალიერება დაიგეგმა 48 საათში.
მეორე ეტაპზე შესრულდა ენტეროენტეროანასტომოზი, ოპერატორებმა დაადეს დროებითი გასტროსტომა, რამაც მათ შესაძლებლობა მისცა პაციენტი ეტაპობრივად გადაგვეყვანა ფიზიოლოგიურ კვებაზე.
ქირურგიული ეტაპი შესრულდა ზაზა ეზიაშვილის და მისი ქირურგიული გუნდის მიერ, სადაც თითოეული გადაწყვეტილება მიღებული იყო უკიდურესად კრიტიკულ გარემოში.
ოპერაციის შემდგომი პერიოდს კი მართავდა ზაზა მეტრეველი და მისი ანესთეზიოლოგიურ-რეანიმაციული გუნდი, რომლის პროფესიონალიზმმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა პაციენტის გადარჩენაში.