როდესაც ახალშობილი იბადება დღენაკლული
რას ნიშნავს როდესაც ახალშობილი იბადება დღენაკლული?
დღენაკლია ახალშობილი,რომელიც ნაადრევად ორსულობის 37 კვირის ვადამდე იბადება.(ორსულობა ჩვეულებრივ გრძელდება 40კვირა) დღენაკლულ ბავშვების სხეულის მასა 2,5 კგ-ზე ნაკლებია. მათთვის დამახასიათებელია სხეულის არაპროპორციული აგებულება. (დიდი ზომის თავი, მოკლე ფეხები)
კანის საფარი უფრო ჰიპერემირებულია.
რბილი და მოქნილი ძვლები.
ფრჩხილები ვერ ფარავს თითების ფალანგებს, თავის ქალას ნაკერები ღიაა, არ არის შეზრდილი.
გოგონებს განუვითარებელი აქვთ დიდი სასირცხვო ბაგეები. (ისინი არ ფარავენ მცირე სასირცხვო ბაგეებს)
ვაჟების სათესლე ჯირკვლები არ არის ჩამოსული სათესლე პარკში.
გარეგნულ ნიშნებთან ერთად ვლინდება ორგანოებისა და სისტემების უმწიფრობა და ძირითადად ვლინდება შემდეგი სახის გართულებები: უჭირთ სითბოს შენარჩუნება, აღენიშნებათ პრობლემები სუნთქვის მხრივ.
მკურნალობა – დამოკიდებულია გესტაციურ ასაკზე, წონაზე და გამოვლენილ პათოლოგიაზე.