როდის უნდა დავიწყოთ არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში?
ახალი გაიდლაინის მიხედვით, არტერიული წნევის ნორმის ზედა ზღვარი 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში შეიცვალა. ამ დრომდე, არტერიული წნევის ნორმის ზედა ზღვარი იყო 140 მმHგ. ახალი მონაცემებით კი, 60 წელს გადაცილებულ სხვა მხრივ ჯანმრთელ ადამიანებში მკურნალობა უნდა დავიწყოთ, თუ სისტოლური წნევა მდგრადად არის 150 მმHგ ან მეტი, რომ შევამციროთ სიკვდილის, ინსულტის, გულის დაავადებების რისკი.
პაციენტები, რომლებსაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი, ქრონიკული თირკმლის დაავადება, მეტაბოლური სინდრომი, თავის ტვინის გარდამავალი იშემიური ინსულტი სამიზნე არტერიული წნევა არის 140 მმHგ.