როგორ ავიცილოთ თავიდან სეზონური ალერგია?
გაზაფხულზე ყველაზე ხშირია სეზონური ალერგიის განვითარება, მცენარეების ყვავილობის პერიოდში. სეზონური ალერგიისთვის დამახასიათებელია ცემინება, ცხვირიდან ჩამონადენი, ცრემლდენა, ქავილი.
- გაზაფხულზე მცენარეების ყვავილობის დროს, მცენარის მტვრის კონცენტრაცია ჰაერში ყველაზე მაღალია დილის 5 საათიდან 10 საათამდე, სასურველია ამ დროს ქუჩაში სიარულისგან თავის შეკავება.
- ქარიან ამინდში რეკომენდებულია პირბადით სიარული.
- რეკომენდებულია სათვალის ტარება, მტვრისგან თავის დასაცავად.
- ხშირად დაალაგეთ სახლი სველი წესით, თეთრეული ხშირად გამოცვალეთ.
- შენობაში შესვლისას დაიბანეთ ხელ-პირი მტვრის მოსაცილებლად, ასევე რეკომენდებულია ძილის წინ თავის დაბანა.