როგორ დავიბანოთ ხელები და რით გავიმშრალოთ?
ვირუსების და სხვადასხვა ბაქტერიების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია ხელების ხშირი დაბანა.
- აუცილებელია ხელების საპნით და თბილი წყლით დაბანა.
- თბილი წყალი უფრო კარგად აშორებს საპონს ხელიდან.
- ხელის დაბანის პროცესი უნდა მოიცავდეს 20 წამს.
- საპნის არქონის შემთხვევაში რეკომენდებულია 60% ალკოჰილის შემცეველი სითხის ან ხელსახოცის გამოყენება.
- რესტორნებში და სწრაფი კვების ობიექტებში ხშირად დამონტაჟებულია ხელის საშრობი აპარატები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ ხელიდან წყლის სრულ მოშორებას, რაც უფრო მეტად იწვევს ბაქტერიების გამრავლებას.
- კვლევებით მოწოდებულია პირსახოცის ან ხელის საწმენდი ხელსახოცების გამოყენება, რომელიც ხელის კანს კარგად აშრობს და მცირდება ბაქტერიების გამრავლება.