როგორ დავიცვათ თავი კოღოს კბენისგან?
როგორც ცნობილია კოღოს ნაკბენით ხშირია მალარიის, ზიკა ვირუსის, დენგეს ცხელებისა და სხვა დაავადებების გავრცელების რისკი. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოგვიწოდებს თუ როგორ უნდა მოვახდინოთ კოღოს ნაკბენით გამოწვეული დაავადებების პრევენცია. რეკომენდებულია:
- თუ მიემგზავრებით ისეთ ქვეყანაში სადაც მალარიაა გავრცელებული, აუცილებელია, გაიაროთ ექიმის კონსულტაცია, რომელიც მოგაწვდით ინფორმაციას საჭირო მედიკამენტებისა და ვაქცინაციის შესახებ.
- საცხოვრებელ სახლში, სასტუმროში, აუცილებელია, ფანჯრებსა და კარებებზე იყოს მწერებისგან დამცავი ბადეები.
- თუ ოთახში, რომელშიც იძინებთ მწერებისგან დამცავი ბადე არ არის, აუცილებელია, გამგზავრებამდე შეიძინოთ ლოგინის ბადე, რომელიც რეკომენდებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ.
- აუცილებელია გამოიყენოთ მწერებისგან დამცავი სითხე, სპრეი. მათი გამოყენება ასევე უსაფრთხოა ორსულებსა და მეძუძურ ქალებში.
- აუცილებელია გაითვალისწინოთ მწერებისგან დამცავი სპრეის გამოყენების ინსტრუქცია. მათი გამოყენება ბავშვებში, ძირითადად შესაძლებელია 2 თვის ასაკიდან.