როგორ გამოიყურება ჯანმრთელი ახალშობილი ?!
კანი მოვარდისფროა,თვალების ქუთუთოები შესიებულია, მაგრამ პატარა ორივე თვალს თანაბრად ახელს,კანქვეშ სხეულზე ჩანს სისხლძარღვები,კიდურები მოხრილია (განსაკუთრებით ქვედა კიდურები), ხელის მტევნები მუშტადაა შეკრული, სხეულის ზედა ნაწილში მომატებულია თმოვანი ღინღლები,თავთან შედარებით სხეული მომცროა, ტირილის დროს შესაძლოა პირის ირგვლივ გამოეხატოს სილურჯე, სძინავს თითქმის 18-20 საათი.