როგორ ხდება ანკილოზური სპონდილიტის მკურნალობა
ანკილოზური სპონდილიტის მკურნალობის მიზანი არის ტკივილის, დისკომფორტის შემცირება, დეფორმაციების თავიდან არიდება და მოძრაობის უნარის შენარჩუნება. ანკილოზური სპონდილიტის სწორი და დროული მკურნალობის შემთხვევაში, ადამიანი ინარჩუნებს თითქმის ნორმალურ ცხოვრების წესს.
• ფიზიკური და ოკუპაციური თერაპია – ადრეული დაწყება მნიშვნელოვანია ფუნქციის შენარჩუნებისთვის და დეფორმაციის შემცირებისთვის.
• ვარჯიში – ყოველდღიური ვარჯიში ამცირებს კუნთების და სახსრების ირგვლივ დაჭიმულობას, რაც მოძრაობის უნარის დაქვეითებას აგვარიდებს თავიდან. ღრმა სუნთქვითი ვარჯიშები ინარჩუნებს გულმკერდის ყაფაზის მოძრაობას. ცურვა არის საუკეთესო არჩევანი ანკილოზური სპონდილიტის დროს.
• წამლები – არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები – იბუპროფენი ნაპროქსენი და ასპირინი, არის ყველაზე ხშირად გამოყენებული მედიკამენტები ანკილოზური სპონდილიტის დროს, როდესაც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგოდ მედიკამენტები არ არის საკმარისი, შეიძლება დაემატოს მეტოტრექსატი, ასევე ახალი ბიოლოგიური მედიკამენტები. ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენება სტეროიდების ინექცია სახსარში.
ასევე მნიშვნელოვანია: სიგარეტის მოწევის შეწყვეტა. ანკილოზური სპონდილიტის მქონე ადამიანმა უნდა შეარჩიოს სკამი, სახელურის გარეშე და მაგიდა, რომელიც თავიდან აარიდებს მხრებში მოხრას. უნდა ეძინოს მყარ საწოლზე, არ უნდა გამოიყენოს დიდი ზომის ბალიში.