როგორ მოვიქცეთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციის დროს?
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექცია ყველაზე ხშირად გამოწვეულია E.coli, Salmonella, C.defficile-თი. ახასიათებს გულისრევა, ღებინება, მუცლის არეში ტკივილი, დიარეა.
- აუცილებელია წყლისა და ელექტროლიტებით მდიდარი სითხის დიდი რაოდენობით მიღება
- რეკომენდირებულია მიირთვათ ბანანი, ყურძენი
- სასურველია თავი შეიკავოთ ვაშლის, მსხლის, ალუბლის და გარგარის მიღებისგან
- რეკომენდირებულია პრობიოტიკების და დიარეის საწინაააღმდეგო მედიკამენტების მიღება
- სიმპტომების გახანგრძლივების შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ექიმს