როგორ შევამციროთ ქვემო კიდურების შეშუპება, ტკივილი ?

24 მაი, 2022
ხანგრძლივი დგომა, ჯდომა, უმოძრაობა, ასევე ორსულობა ზრდის ქვემო კიდურების შეშუპების, ტკივილის განვითარების რისკს. რეკომენდირებულია:

  • ელასტიური წინდების გამოყენება, რომელიც მკვეთრად ამცირებს შეშუპების განვითარების რისკს და ტკივილს. ელასტიური წინდები არ უნდა იყოს ძალიან მოჭერილი კიდურებზე. სასურველია შერჩეული იყოს ანგიოლოგის მიერ.
  • აუცილებელია ქვემო კიდურების ხშირი მოსვენება, ჰორიზონტალური მდებარეობის მიღება.
  • ვარჯიში ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია ქვემო კიდურების კუნთების გასამაგრებლად, ტონუსის ასამაღლებლად და შეშუპების შესამცირებლად.
  • წონაში დაკლება მკვეთრად ამცირებს ქვემო კიდურების შეშუპების განვითარების რისკს.
  • ზღვის მარილის 15-20 წუთიანი აბაზანები გრილი წყლით ამცირებს სიმპტომებს.