როგორ შევამციროთ ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადების სიმპტომები?
ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადება ვითარდება ვენების სარქვლოვანი აპარატის ფუნქციის დარღვევით, რაც იწვევს ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას. რეკომენდებულია:
- სისტემური ვარჯიში, სიარული, ცურვა, რომელიც ხელს უწყობს სისხლის ცირკულაციის გაუმჯობესებას ქვემო კიდურებში.
- წონაში კლება. საკვებ რაციონში მარილის შეზღუდვა, რომელიც აკავებს წყალს და იწვევს შეშუპებას.
- ქალებში რეკომენდებულია 4-5 სმ სიმაღლის ქუსლის მქონე ფეხსაცმლის ტარება. არ არის სასურველი დაბალი და ძალიან მაღალი ქუსლის მქონე ფეხსაცმლის ჩაცმა.
- არ არის რეკომენდებული ვიწრო, მოჭერილი შარვლის ჩაცმა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აფერხებს სისხლის ცირკულაციას.
- არ არის სასურველი ხანგრძლივად ფეხზე დგომა, ასევე ჯდომა.
- აუცილებელია დღის განმავლობაში ქვემო კიდურების 30 წუთი ზემოთ აწევა, მოსვენება.