როგორ შევივსოთ კალციუმის მარაგი ორგანიზმში საკვები პროდუქტებით ?
ბავშვობისა და მოზარდობის ასაკი ძვლის შენებისათვის კრიტიკული პერიოდია. ეს ის ეტაპია, როდესაც მნიშვნელოვნად იმატებს ძვლის ზომაც და ძალაც შესაბამისად 9-დან 18 წლამდე ასაკის პირებში მაღალია კალციუმზე მოთხოვნილება.
როგორ შევივსოთ კალციუმის მარაგი ორგანიზმში საკვები პროდუქტებით?
მიიღეთ რძის პროდუქტები,ბოსტნეული, თევზი, ხორცი და ხილი.
როგორია კალციუმის დღიური მოთხოვნილება?
- დაბადებიდან 6 თვემდე – 210 მგ
- 6 თვიდან წლამდე – 270 მგ
- 1-დან 3 წლამდე – 500 მგ
- 4-დან 8 წლამდე – 800 მგ
- 9-დან 18 წლამდე – 1300 მგ
- 19-დან 50 წლამდე – 1000 მგ
- 50 წლიდან – 1200 მგ.