როგორ ვლინდება ჩუტყვავილა ბავშვებში?
დაავადება იწყება ტემპერატურის მომატებით 37,5-38 გრადუსამდე, მადის დაქვეითებით, საერთო მოდუნებით. პირველივე დღეს ჩნდება კანზე გამონაყარი, რომელიც მალევე სითხით სავსე ბუშტუკებად იქცევა. გამონაყარი ძირითადად პირსახიდან და გულმკერდიდან იწყება, შემდეგ თავის თმიან ნაწილებშიც ჩნდება.პაციენტს ფხანა აწუხებს, თუმცა გამონაყარის დაზიანება არ შეიძლება, რადგან ვირუსული დაავადება შესაძლოა გართულდეს, სხეულზე კი ნაიარევი დარჩეს. ჩუტყვავილა ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა, გადატანილი ჩუტყვავილა ტოვებს იმუნიტეტს სიცოცხლის ბოლომდე. განმეორებით დასნებოვნება ძალზედ იშვიათია.