როგორ ვლინდება რახიტი?
რახიტი ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვთა დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია D ვიტამინის ნაკლებობით. D ვიტამინის ძირითადი ფუნქცია ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის შეწოვის და ძვალში მოხვედრის უზრუნველყოფაა, რაც აუცილებელია ძვლების ნორმალური ჩამოყალიბებისათვის. მისი ნაკლებობა შესაძლოა განპირობებული იყოს, ერთი მხრივ, კვების რაციონში D ვიტამინის მცირე შემცველობით, მეორე მხრივ კი მზის ულტრაიისფერი სხივების უკმარისობით.
როგორ ვლინდება რახიტი?
სიმპტომები: მკვეთრი ოფლიანობა, განსაკუთრებით – თავის ოფლიანობა, რომელიც იმატებს კვებისა და ძილის დროს, კეფის გამელოტება, ძილის დარღვევა, ძილში კრთომები. მოგვიანებით დაავადების ჩამოყალიბების პროცესში ერთვება ძვლოვანი ქსოვილი. რაქიტის ნიშნების შემჩნევისთანავე მშობელმა უნდა მიმართოს პედიატრს, რათა თავიდან აიცილოს მოსალოდნელი გართულებები. რაქიტის მკურნალობა გულისხმობს D ვიტამინის, კალციუმისა და ფოსფორის შემცვლელი პრეპარატების მიღებას.
პროფილაქტიკის დაწყება სასურველია მუცლად ყოფნის დროიდანვე. მშობელი ყოველდღიურად უნდა სეირნობდეს სუფთა ჰაერზე და სწორად იკვებებოდეს. მეძუძური დედა უნდა იღებდეს ვიტამინებითა და ცილებით მდიდარ საკვებს. რაქიტი თავისთავად არ არის ფატალური დაავადება, პროგნოზი დროული და ადეკვატური უნდა იყოს.