რომელი ვიტამინები არის კარგი თვალის სიმშრალის დროს?

24 მაი, 2022
   მშრალი თვალის სინდრომი არის გავრცელებული პათოლოგია, როდესაც თვალი გამოიმუშავებს არასაკმარის ცრემლს ან ცრემლი შრება ძალიან სწრაფად.

 
   მშრალი თვალის სინდრომის დროს, ექიმის მიერ ინიშნება: 

   წამლები, რომლებიც ამცირებენ ანთებას – ანტიბიოტიკები, კორტიკოსტეროიდები, წამლები, რომლებიც ასტიმულირებენ ცრემლის წარმოქმნას.

შეიძლება თუ არა ვიტამინები დაგვეხმაროს თვალის სიმშრალის პრევენციაში ან მკურნალობაში?

   ამ ეტაპზე მხოლოდ მცირე მონაცემები არსებობს ვიტამინების სარგებლობაზე თვალის სიმშრალის დროს, თუმცა მიმდინარეობს კვლევები.

   ვიტამინ ა, ვიტამინ დ, ომეგა-3 შეიძლება იყოს სასარგებლო თვალის სიმშრალის დროს. ვიტამინ ა დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის სიმშრალე. ამიტომ ვიტამინ ა წვეთები გამოიყენება. ვიტამინ დ აქვს დამცავი როლი, ხელს უშლის თვალის სიმშრალის განვითარებას, ასევე ამცირებს ანთებით პროცესებს.