რუსუდან უშვერიძე: “ერთ ოჯახში ათი ჯანმრთელი ბავშვი შევიდა ჩვენი კლინიკიდან, ეს ჩვენს სანდოობაზეც მეტყველებს…”

11 ივნ, 2021

მარნეულის “ჯეო ჰოსპიტალსის” სამშობიარო და ამბულატორიულ ცენტრში, ყიზილაჯლოში მცხოვრებ 35 წლის ნაილა მამედოვას 10 ივნისს, მე-10 ბავშვი შეეძინა. მამედოვამ ათივე ახალშობილი ამ სამშობიაროში გააჩინა. მრავალშვილიან დედას, “ჯეო ჰოსპიტალს”-ის ექიმებმა განსაკუთრებულად მიულოცეს მეათე შვილის დაბადება. ახალშობილს და დედას სიმბოლურ საჩუქრებთან და ბავშვის მოვლის საშუალებებთან ერთად კლინიკისგან სამედიცინო მომსახურების უფასო სერვისის ვაუჩერიც გადასცეს, რაც დედა შვილის უფასო კონსულტაციებსა და რიგ სამედიცინო მომსხურებებზე განსაკუთრებული პირობებით მომსახურებას ითვალისწინებს.


“ძალიან ბედნიერი და მადლოელი ვარ, 10-ვე შვილი აქ გავაჩინე, თავს კარგად ვგრძნობ” – აღნიშნა ნაილა მამედოვამ . “ჯეო ჰოსპიტალსის” ნეონატალური მიმართულების ხელმძღვანელის რუსუდან უშვერიძის განცხადებით ერთ ოჯახში 10 ბავშვის დაბადება მათ კლინიკაში პირველი შემთხვევა არაა, თუმცა ყველა მათგანი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. “წარმოიდგინეთ რამხელა ნდობის ფაქტორია და რამდენად დიდი ბედნიერება და სიამაყეა აქ მომუშავე პერსონალისთვის ასეთი დღე. ოჯახისთვის ეს არის მეექვსე ბიჭი. ეს ღირშესანიშნავი მომენტია ჩვენთვის და კიდევ უფრო საამაყოა, რომ ერთ ოჯახში ათი ჯანმრთელი ბავშვი შევიდა ჩვენი კლინიკიდან, რაც ალბათ, ჩვენს სანდოობაზეც მეტყველებს” – აცხადებს “ჯეო ჰოსპიტალსის” ნეონატალური მიმართულების ხელმძღვანელი. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.


აღსანიშნავია, რომ მარენულის “ჯეო ჰოსპიტალსის” სამშობიაროში გასულ წელს 793 ბავშვი დაიბადა.



წყარო: marneulifm.ge