საგარეჯოში ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს მაღალტექნოლოგიური მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია ამოქმედდა

11 იან, 2021

„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ბაზაზე, საგარეჯოში, შეიქმნა მაღალტექნოლოგიური მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია, რომელიც მიმდინარე ეტაპზე ერთადერთია კახეთის რეგიონში. ლაბორატორია, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აღიჭურვა, სრულ შესაბამისობაშია მოწინავე ქვეყნებში არსებულ მსგავს ლაბორატორიებთან. ის დაკომპლექტდა კვალიფიციური საკადრო რესურსით.

,,კოვიდ-პანდემიის პირობებში ახალი ლაბორატორიული სერვისების დანერგვის საჭიროებაც დადგა, შესაბამისად, ,,ჯეო-ჰოსპიტალსიც“ ახალ გამოწვევებს პასუხობს და მინიმალურ დროში შევძელით აგვეწყო დღეისთვის ერთერთი ყველაზე საჭირო და მოთხოვნადი მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკის ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) დიაგნოსტიკის სერვისის მიწოდება როგორც „ჯეო ჰოსპიტალს“-ის ქსელის, ასევე, რეგიონულ მასშტაბში, რომელიც ოქროს სტანდარტია COVID–19-ის დიაგნოსტიკის მიმართულებით.“-განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა.

ლაბორატორია სრული დატვირთვით ამოქმედდა, და 24 საათიან რეჟიმში იღებს სატესტო მასალებს.

,, „ჯეო ჰოსპიტალს“-ის მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია მონაწილეობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის SARS-CoV-2 ვირუსის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ხარისხის გარე შეფასების სისტემაში. რაც ნიშნავს რომ ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა ყველა საჭირო სატესტო კონტროლი და ლუგარის ლაბორატორიის სერტიფიცირება მიიღო.“აღნიშნა მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის დირექტორმა მაკა სანიკიძემ. როგორც საგარეჯოს სამედიცინო ცენტრის დირექტორმა დავით ჯიქიამ აღნიშნა ,პანდემიის დროს ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონისთვის აღნიშნული სიახლე რადგან ადგილზე პჯრ კვლევა,პასუხებზე ვადების შემცირების საშუალებასაც იძლევა. ამასთანავე, მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის ამოქმედებასთან ერთად, შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ი უზრუნველყოფს შესაბამისი ბიოლოგიური მასალის ტრანსპორტირებას ქვეყნის მასშტაბით, ცივი ჯაჭვის პრინციპის დაცვით.

აღსანიშნავია , რომ პჯრ დიაგნოსტიკის მეთოდის გამოყენების აქტუალობიდან გამომდინარე, პროექტი რეგიონისათვის მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც.პჯრ დიაგნოსტიკა გამოიყებნება დაავადებებისადმი მცენარეთა გამძლეობის სელექციის მიზნით.

https://www.facebook.com/watch/?v=149078677018869