საკეისრო კვეთა
საკეისრო კვეთა ქირურგიული ჩარევაა, რომლის დროსაც ნაყოფსა და მომყოლს საშვილოსნოდან ოპერაციული გზით — საშვილოსნოს წინა კედელზე ხელოვნურად გაკეთებული ჭრილობიდან გამოაძევებენ.
როდის არის აუცილებელი საკეისრო კვეთის ჩატარება?
საკეისრო კვეთის ჩატარების აუცილებლიბა დგება მაშინ ,როდსაც ფიზიოლოგიური მშობიარობა დედის ან ნაყოფისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
 სამედიცინო ჩვენებებია: 
- ფეხმძიმეა ერთზე მეტი ბავშვით (ტყუპები);
 - ადრე ჩატარებული საკეისრო კვეთა;
 - ნაყოფის არასწორი (გარდიგარდმო) მდებარეობა;
 - ჭიპლართან დაკავშირებული პრობლემები ;
 - მაღალი არტერიული წნევა;
 - ვიწრო მენჯი და ა. შ.