საკვერცხეების პოლიცისტური სინდრომი
საკვერცხეების პოლიცისტური სინდრომი (პოლიკისტოზი) არის გავრცელებული ჯანმრთელობის პრობლემა ქალებში, რომელიც აზიანებს ყოველ მეათე ქალს. საკვერცხეების პოლიცისტური სინდრომი გამოწვეულია რეპროდუქციული ჰორმონების ფუნქციის დისბალანსით, რაც იწვევს საკვერცხეების ფუნქციის დარღვევას. ამ დროს ხდება მენსტრუაციული ციკლის რეგულარობის დარღვევა, რაც უნაყოფობას და საკვერცხეებში ცისტების განვითარებას იწვევს. აღნიშნული სინდრომი არის ყველაზე გავრცელებული მიზეზი უნაყოფობის, მაგრამ საკვერცხეების პოლიცისტური სინდრომი განკურნებადია და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ ორსულობა დგება.
საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომი ხშირად შერწყმულია შემდეგ პათოლოგიებთან:
- შაქრიანი დიაბეტი
- მაღალი არტერიული წნევა
- ჰიპერლიპიდემია (ქოლესტეროლის მაღალი დონე სისხლში)
- ძილის აპნოა
- დეპრესია
- ენდომეტრიუმის სიმსივნე.
მკურნალობა: წონის კორექცია, ჭარბი თმის მოშორება, მედიკამენტოზური მკურნალობა.