სამედიცინო დაწესებულებების ინიციატივით „ჯანდაცვის ასოციაცია“ შეიქმნა

08 სექ, 2021

საერთო იდეის გარშემო შეკრებილი სამედიცინო დაწესებულებების ინიციატივით დღეს „ჯანდაცვის ასოციაცია“ შეიქმნა, რომელიც ღიაა ნებისმიერი სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულების გასაერთიანებლად.

ასოციაცია, ძირითადად, ჯანდაცვის პოლიტიკის ისეთ საკითხებზე იმუშავებს, როგორიც არის  სისტემის დაფინანსება, პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება, სატარიფო პოლიტიკა, საწოლფონდის თანაფარდობა, სამედიცინო პერსონალის რაოდენობა და გადანაწილება, მომსახურების ხარისხი,  სამედიცინო შეცდომის იდენტიფიცირებისა და რეაგირების მექანიზმების შექმნა, პაციენტის უფლებების დაცვა, სამედიცინო დაწესებულებების ეფექტური ფუნქციონირება პანდემიის პირობებში და სხვა დარგისთვის სტრატეგიულ საკითხებზე..

,,პანდემიამ დაგვანახა უტყუარად ძლიერი პირველადი ჯანდაცვის სისტემის არსებობა, სამედიცინო პროგნოზირებადი პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას უნდა ქონდეს, იმიტომ , რომ ჩვენ არ ვიცით , როდის და როგორ შეიცვლება ტარიფები. ჩვენ ყოველდღიური კრიზისების მართვის რეჯიმში ვართ… ამიტომ ერთობლივი ძალისხმევით, დარგის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა მნიშვნელოვანია .„-განაცხადა ,,ჯანდაცვის ასოციაციის“ დაფუძნების პრეზენტაციაზე  ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ ნინა კობახიძემ.

,,ერთობლივი მუშაობა საშუალებას მოგვცემს  სახელმწიფოსთან ეფექტური დიალოგი ვაწარმოოთ, ასოციაციის დაფუძნების  ძირითადი მიზანია, სწორი კომუნიკაციის საფუძველზე  მიღებული გადაწყვეტილებები  მაქსიმალურად შედეგიანი იყოს როგორც მოსახლეობისთვის, ისე კერძო სექტორისთვის და სახელმწიფოსთვის’’_აღნიშნა ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა. მისივე თქმით ასოციაციის წევრები საერთო გამოცდილებისა და სტრატეგიული ხედვის საფუძველზე შეეცდებიან ერთობლივი ძალებით გადაჭრან ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში არსებული გამოწვევები.

ასოციაციის წარმომადგენლები  ერთად შეიმუშავებენ რეკომენდაციებს ჯანდაცვის გრძელვადიანი სტრატეგიის დასაგეგმად, ასევე იმუშავებენ იმ მიმართულებებზე, რომელიც ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ცვლილებებს და ამ გზით  უზრუნველყოფენ  შეამცირონ ის ხარვეზები, რომლებიც ჯანდაცვის სისტემის განვითარებასა და გაუმჯობესებას აფერხებს. 

ამ ეტაპზე „ჯანდაცვის ასოციაციაში 13 სამედიცინო დაწესებულება/ჰოლდინგი უკვე გაწევრიანდა, რომელიც 80-მდე ჰოსპიტლისა და 35 ამბულატორიული სერვისის მეშვეობით, საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას ფარავს და 8000-მდე საწოლს და 22 000-მდე თანამშრომელს აერთიანებს.