სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით კლინიკური კონფერენცია გაიმართა
22ივლისს, ნატახტარში ,,ჯეო ჰოსპიტალს”-ის კლინიკებში დასაქმებული ექიმებისთვის კლინიკური კონფერენცია – „გულსისხლძარღვთა დაავადებების გადაუდებელი მდგომარეობების მართვა, თანამედროვე მიდგომები“გაიმართა.
„ჯეო ჰოსპიტალსი“ უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს ღონისძიებებს სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით. სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურებოდა ჩატარებული კლინიკური კონფერენცია, რომელიც უსაფრთხოებისა და საერთაშორისო რეგულაციების გათვალისწინებით ჩატარდა. კონფერენციის ფარგლებში რამოდენიმე ათეული ექიმი გადამზადდა. თითოეულ მონაწილეს მიენიჭა 6 უსგ კრედიტ-ქულა. ექიმებისათვის მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნის გაზიარების მიზნით, კოლეგებს გამოცდილება და სიახლეები გაუზიარეს დარგის წამყვანმა პროფესიონალებმა . კონფერენციის მიმდინარეობისას სხვადასხვა თემებით წარდგნენ;
შალვა პეტრიაშვილი – კარდიოლოგი, პროფესორი. საქართველოსა და ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის წევრი, ალ. ალადაშვილის სახელობის კლინიკის თერაპიული და კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი(შარდმდენების გამოყენება გულის უკმარისობის მკურნალობაში)
წინაგულთა ფიბრილაციის მკურნალობის მაღალტექნოლოგიური მეთოდები
ევგენი ლაბარტყავა – გულსისხლძარღვთა ქირურგი (ინტერვენციული კარდიოლოგია), მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი
წინაგულათა ფიბრილაცია: ვერაგი დაავადების ანტიკოაგულაციური თერაპიის პრინციპები
გიორგი ჩხოლარია – კარდიოლოგი, არითმოლოგი, გულის ინტერვენციული ელექტროფიზიოლოგი, საქართველოსა და ევროპის გულის რიტმის ასოციაციის წევრი
Abbot – ექსპერტი გულ-სისხლძაღვთა დაავადებების მკურნალობაშინანა კახაძე
მწვავე ინსულტის მართვა
თემურ მარღანია – ნევროლოგი. საქართველოს, ევროპისა და მსოფლიო ნევროლოგთა ასოციაციის წევრი, ევროპის ნევროლოგთა ასოციაციის ნეირორეაბილიტაციის სამეცნიერო პანელის წევრი. შპს “ნიუ ჰოსპიტალს”-ის ნევროლოგიის და ნეირორეაბილიტაციის სამსახურის ხელმძღვანელი
თრომბექტომიის მნიშვნელობა თანამედროვე მედიცინაში
ცოტნე ჩხიკვიშვილი – ნეიროქირურგი. საქართველოს ახალგაზრდა ნეიროქირურგთა ასოციაციის წევრი, ევროპის ნეიროქირურგთა ასოციაციის (EANS) ინდივიდუალური წევრი
სისხლძარღვთა პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობის თანამედროვე ასპექტები ეკა ჩაფიძე – სისლხლძარღვთა ქირურგი, ალ. ალადაშვილის სახ. კლინიკის ქართულ-გერმანული პროექტის ვენური პათოლოგიებისა და დიალიზური მიდგომის ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი.