სამტრედიაში სკრინინგის უფასო აქცია მაღალი აქტივობით ჩატარდა
“ჯეო ჰოსპიტალსი”-ს სამტრედიის სამედიცინო ცენტრის მიერ მოსახლეობას უფასო მრავალპროფილიანი სამედიცინო გამოკვლევები, ამჯერად ტოლების ადმინისტრაციულ ერთეულში ჩაუტარდათ.
გასვლითი მობილური ჯგუფებისგან სხვადასხვა ტიპის საჭირო სამედიცინო კვლევების მიღება ტოლებში რამდენიმე ათეულობით მოსახლემ შეძლო. მობილური ჯგუფების შედეგად, ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცა ხელმისაწვდომი გამხდარიყო ისეთი ტიპის კვლევები, რომლის მისაღებად მათ, ადმინისტრაციულ ცენტრში უწევთ ჩასვლა. სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციის დირექტორის ლელა ხურციძის განცხადებით, მსგავსი აქტივობები, მოსახლეობის სამედიცინო სევისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მომავალშიც გაგრძელდება.
გამოკვლევების მიმდინარეობას დაესწრო და მოქალაქეებს გაესაუბრა მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, რომელმაც მადლობა გადაუხადა სამედიცინო ცენტრ ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს დირექტორს ირაკლი ლაღიძეს და მთლიანად მედ-პერსონალს აქტივობისთვის… როგორც მერმა აღნიშნა, გამოკვლევების შედეგად, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებლობის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერია მაქსიმალურად დაეხმარება თითოეულ მოქალაქეს.